პირობები

პირველი სესხის ოდენობა განისაზღვრება 50 - დან 250 - ლარამდე,  30 დღით.

სესხის მისაღებად მთავარ კალკულატორზე  აირჩიეთ სესხის თანხა , ვადა  და დააჭირეთ ღილაკს მიიღეთ სესხი ეხლავე .

 

1. გაიარეთ რეგისტრაცია :

 

  • რეგისტრაციისას შეიყვანეთ თქვენი პირადი მონაცმები
  • გაეცანით ხელშეკრულების პირობებს და თუ ეთანხმებით , დაადასტურეთ და დააწექით ღილაკს ,,სესხის აღება“

 2. გაიარეთ იდენტიფიკაცია :

 

  • იდენტიფიკაციის გასავლელად აუცილებელია თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხოთ სიმბოლური 0.01 ლარი  ჩვენს საბანკო ანგარიშზე .
  • 0.01 ლარის ასახვის შემდეგ განიხილება სესხის განაცხადი და გეცნობებათ  პასუხი. დამტკიცებული თანხა კი 15 წუთის განმავლობაში გადმოგერიცხებათ თქვენს პირად საბანკო ანგარიშზე.  
  • 0.01 ლარის  გადმორიცხვა შესაძლებელია,  ინტერნეტ ბანკით  ან ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან.
  • შეაგხსენებთ, რომ იდენტიფიკაციის 0.01 ლარი უნდა იყოს გადმორიცხული მხოლოდ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება და ვერ შეძლებთ სესხით სარგებლობას.

3. სესხის დამტკიცების პირობები:

 

  • გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნილი სესხის მისაღებად კრედიტ ოფიცერი ეყრდნობა თქვენს მიერ რეგისტრაციისას მოწოდებულ ინფორმაციას შემოსავლისა და სასესხო ვალდებულებების შესახებ, ასევე ამოწმებს თქვენს საკრედიტო ისტორიას  სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან .
  • სესხის განაცხადის განხილვისას შესაძლოა კრედიტ ოფიცერმა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ( საკონტაქტო პირი, სამსახურის ზუსტი დასახელება, თანამდებობა)  თქვენს შესახებ და დაგიკავშირდეთ თქვენს მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.
  • ნებისმიერ ინფორმაციას სესხის დამტკიცების ან არ დამტკიცების შესახებ, მიიღებთ SMS და ელ.ფოსტის საშუალებით, თქვენს მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე და ელ.ფოსტის მისამართზე.
  • სესხის დამტკიცებისას თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებთ სესხის ხელშეკრულებას და ინვოისს, სადაც მოცემული იქნება დამტკიცებული სესხის თანხა, ვადა, საკომისიო და გადახდის თარიღი. 
დაგვიკავშირდით
მოგვწერეთ
ჩეთის დაწყება