ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიღო თანხა?

რეგისტრაციის დასასრულებლად  აუცილებელია გადმორიცხოთ თქვენი  პირადი საბანკო ანგარიშიდან სიმბოლური 0.01 ლარი , ჩვენს საბანკო ანგარიშზე ასახვის შემდეგ კი გეცნობებათ განაცხადის პასუხი. სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხას მიიღებთ თქვენს პირად ანგარიშზე, საიდანაც გადმორიცხავთ 0.01 ლარს.

ვის შეუძლია სესხის მიღება?

სესხის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 20-დან საპენსიო ასაკამდე, ვისაც არ აქვს აქტიური საკრედიტო დავალიანება.

როგორ მოვიქცე, თუ საბანკო ანგარიში მაქვს სხვა ბანკში, რომელიც არ არის ჩამონათვალში?

შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ თქვენთვის სასურველი ბანკიდან ნებისმიერ ჩვენს საბანკო ანგარიშზე, დამტკიცების შემთხვევაშიც თანხას მიიღებთ თქვენს პირად ანგარიშზე, საიდანაც გადმორიცხავთ 0.01 ლარს. გაითვალისწინეთ, რომ ბანკთაშორის გადარიცხვებს შეიძლება დასჭირდეს სტანდარტულზე მეტი დრო.

რამდენია სესხის საკომისიო?

ჩვენთან სესხის საფასური განისაზღვრება 5.85 %-ით.

რამდენი ხანი სჭირდება ჩემი განაცხადის დამტკიცებას?

სესხის დამტკიცების შესახებ პასუხს მიიღებთ მომენტალურად, როგორც კი აისახება ჩვენს ანგარიშზე თქვენს მიერ გადმორიცხული იდენტიფიკაციის 0.01 ლარი.

როგორ გავიგო, რომ სესხი დამიმტკიცდა /არ დამიმტკიცდა?

მიიღებთ შეტყობინებას სმს და ელ-ფოსტის სახით, ასევე განაცხადის პასუხი ნაჩვენები იქნება თქვენს პირად პროფილში.

როდის ჩამერიცხება თანხა?

სესხის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის და რესპუბლიკა ბანკისა მომხმარებლებისათვის სესხის გადარიცხვა ხორციელდება:  ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:00-21:00 საათამდე, შაბათს 09:00 -14:00 საათამდე. ლიბერთი ბანკის გადარიცხვები ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10:00- 18:00 საათამდე. გადარიცხული თანხა ანგარიშზე აისახება 15 წუთის განმავლობაში.   ნებისმიერი სხვა ბანკის შემთხვევაში გადარიცხული თანხა აისახება თქვენს ანგარიშზე მაქსიმუმ მეორე სამუშაო დღეს. 

 

გაცნობებთ,რომ შაბათს 14:00 საათის შემდეგ და კვირას საბანკო გადარიცხვები არ ხორციელდება.  

 

 

როდის შემიძლია განმეორებითი სესხის აღება?

განმეორებითი სესხით სარგებლობა შეგიძლიათ წინა სესხის დაფარვის შესახებ ინფორმაციული შეტყობინების მიღების შემდეგ.

როგორ გავიგო დაიფარა თუ არა კრედიტი?

სესხის თანხის გადახდის შემდეგ მიიღებთ შეტყობინებას (SMS, email) კრედიტის დაფარვის თაობაზე

რა არის უსაფრთხო მომსახურება?

უსაფრთხო მომსახურება არის გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის შეთავაზებული პროდუქტი, რომლის არჩევის შემთხვევაშიც, მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში მის მიერ აღებული სესხი დაიფარება მესამე პირის მიერ. უსაფრთხო მომსახურება აქტიური იქნება სესხის თანხის სრულად დაბრუნებამდე, თუ მსესხებელი გადაავადებს სესხს, უსაფრთხო მომსახურების პროდუქტი ავტომატურად გავრცელდება გადავადებულ სესხზე. ამასთანავე, თუ მსესხებელი გადააცილებს სესხის გადახდის თარიღს, უსაფრთხო მომსახურების პროდუქტით სარგებლობის ვადაც პროპორციულად გაიზრდება.   

 

 

დაგვიკავშირდით
მოგვწერეთ
ჩეთის დაწყება